პროგრამა & ინსტრუქცია

ინფორმაცია ბარათის შესახებ და სარგებლობის ინსტრუქცია

  • სეილქარდი წარმოადგენს ფასდაკლების ელექტრონულ და პლასტიკურ ბარათს.
  • ობიექტების სანახავად, თუ სად მოქმედებს ბარათი ეწვიეთ ვებ-გვერდს SALECARD.GE
  • სეილქარდის ფასდაკლების ბარათის ასაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს BILETEBI.GE

შეძენის შემთხვევაში თქვენ ავტომატურად გაგეხსნებათ თქვენი სეილქარდის ელექტრონული ბარათი. გადმოიწერეთ BILETEBI.GE -ის აპლიკაცია და თქვენი ელექტრონული ბარათი მოთავსდება თქვენს ტელეფონში.

ბარათით საარგებლობის წინ, მომხმარებელი გახსნის აპლიკაციას, ჩემს მენიუში გადავა სეილქარდის ელექტრონული ბარათის გვერდზე და წარუდგენს ობიექტს, რის შემდეგაც ობიექტი მოახდენს ბარათის QR-კოდის სკანირებას და შემოწმებას.

ფასდაკლებით მოემსახურება მხოლოდ იმ ბარათის მფლობელს რომლის ბარათიც აქტიურია და მოცემული მომენტისათვის ვადა აქვს.

( ბარათის სკანირებას ობიექტი ახდენს QR Reader  აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია როგორც Play Store-ზე, ასევე App Store-ზე, გადმოწერა უფასოა. )

ბარათით სრულად სარგებლობისათვის აუცილებელია აპლიკაციაში, პროფილის გვერდზე მომხმარებელს მითითებული ჰქონდეს მისი სახელი და გვარი. ყოველი ბარათი ინდივიდუალურია და წარმოადგენს მისი მფლობელის საკუთრებას.

თუ მომხმარებელი წარადგენს სეილქარდის პლასტიკურ ბარათს, აუცილებელია ბარათზე დატანილი იყოს QR კოდი, რაც მისცემს ობიექტს ბარათის შემოწმების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათით სარგებლობას ვერ შეძლებს მომხმარებელი.

( ობიექტის თანამშრომელს აქვს უფლება საჭიროების შემთხვევაში დამატებით მოთხოვოს პირადობა, მონაცემები: სახელი, გვარი უნდა ემთხვეოდეს ბარათზე აღნიშნულ მონაცემებს )

ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს პლასტიკური ბარათი, ყიდვის დროს ირჩევს პლასტიკური ბარათის შეძენას, გადახდის დაფიქსირების შემთხვევაში, გაეხსნება ელექტრონული ბარათი BILETEBI.GE-ის გვერდზე, ხოლო პლასტიკური ბარათი გაეგზავნება ფოსტით მისთვის სასურველ მისამართზე.

ობიექტი  ვალდებულია  ყველა  მის  თანამშრომელს  გაუკეთოს  ინფორმირება  სეილქარდის ბარათის  შესახებ,  რათა  არ  წარმოიშვას ინფორმაციული  გაურკვევლობა მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის.

QR Reader  ( Play Store ) აპლიკაციის გადმოწერა

QR Reader  ( App Store ) აპლიკაციის გადმოწერა

Bitelebi.GE ( Play Store ) აპლიკაციის გადმოწერა

Bitelebi.GE ( App Store ) აპლიკაციის გადმოწერა