Hard Rock Cafe Tbilisi

Posted on ოქტომბერი 26, 2018
Rating
0.0

ჰარდ როკ ინთერნეიშენალი

დაწესებულებებით 74 ქვეყანაში, 174 კაფეს, 24 სასტუმროსა და 11 კაზინოს ჩათვლით, Hard Rock International (HRI) არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით. ერიკ კლეპტონის გიტარით დაწყებული, ჰარდ როკს გააჩნია მუსიკალური მემორაბილიების მსოფლიოში უდიდესი კოლექცია.Hard Rock ასევე ცნობილია მისი მოდასთან და მუსიკასთან დაკავშირებული საკოლექციო მერჩენდაიზით.

Hard Rock Cafe Tbilisi,  რომელიც პეტრიაშვილის 1-ში მდებარეობს, გამოირჩევა ბრენდისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი მექსიკურ ამერიკული სამზარეულოთი.კაფეში გამოფენილია ცნობილი შემსრულებლების უნიკალური ნივთები  როგორებიცაა:ჯენის ჯოპლინის კაბა და ხელნაწერი სასიყვარულო წერილები, ლედ ზეპელინის დრამი, პინკ ფლოიდის „Wall“_ის ფრაგმენტი, როლინგ სთოუნსის გიტარისტის კიტ რიჩარდსის მოსაცმელი, როლინგ სთოუნსის სასცენო ფეხსაცმელი,ჯონ ლენონის ხელით დახატული მისი და იოკოს ქორწინების სცენა,ბლექ საბატის გიტარა და აეროსმიტის გიტარა და სხვა უამარავი უნიკალური ნივთი.

რესტორანი ასევე გამოირჩევა საუკეთესო მუსიკალური საღამოებით.ჰარდ როკ კაფე თბილისი სტუმრებს სთავაზობს მუსიკალურ საღამოებს ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით, საღამოს 9 საათიდან.რესტორანი ასევე მასპინძლობს სხვადასხვა ცნობილ ბენდებსა თუ მომღერლების საღამოებს, ასევე ხშირად მართავს კონკრეტული ლეგენდარული მომღერლის ან ბენდისადმი მიძღვნილ საღამოებს, როგორიც არის :როლინგ სთოუნსის,ლედ ზეპელინის, ქუინის,პინკ ფლოიდის საღამოები .

სეილ ქარდ ბარათის წარდგენის შემთხვევაში მოქმედებს  10% ფასდაკლება კერძებზე და როკ შოფში ნებისმიერ ნივთზე.

მისამართი: თბილისი, პეტრიაშვილის ქ. 1

ტელ: 0322 40 14 01

დამატებითი ინფორმაცია ბრენდის შესახებ იხილეთ საიტზე:www.hardrock.com

სიახლეები ჰარდ როკ კაფე თბილისის შესახებ კი შეგიძლიათ იხილოთ ,რესტორნის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე:

Write a Review

Click to rate

Claim This Listing

Claim your listing in order to manage the listing page. You will get access to the listing dashboard, where you can upload photos, change the listing content and much more.